18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

“სანამ რაიმე ცუდი მომხდარა მიიღეთ ზომები”- იქთიოლოგი ბათუმში ტბის ფერის შეცვლაზე

ბათუმში, ცენტრალურ პარკში, ნურის ტბა უკვე თითქმის ორი თვეა, მოყავისფრო შეფერილობით გამოირჩევა,_ აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე განცხადებას ავრცელებს.

“ბათუმელებო! თითქმის ორი თვეა ნურის ტბას „ტალახის“, „ღვარცოფის“ თუ „ნიაღვარის“ფერი აქვს.

პასუხსმგებელი სტრუქტურებიდან: არანაირი კომენტარი, არანაირი განმარტება, არანაირი რეკომენდაცია არ გაჟღერებულა.
რას ელოდებით ძვირფასო შესაბამისო სტრუქტურებო, ფიქრობთ, რომ გაგიმართლებთ და არაფერი ცუდი არ მოხდება, თუ რუსულ რულეტს თამაშობთ.
არამგონია წმინდა პატრიკის დღე აგღნიშნოთ ბათუმში და მდინრე ჩიკაგოს მწვანედ შეღებვის ნაცვლად ნურის ტბა ტალახისფრად შეგეღებოთ.
ერთადერი კომენტარი რაც გვესმის არის ის, რომ ბათუმის წყალი ყოველკვირეულ მონიტორინგს ატარებს ტბაზე და „რა თქმა უნდა ყველაფერი წესრიგშია“, ტბა იმაზე სუფთაა ვიდრე იყო იაზონი, რომ კოლხეთს მოადგა მაშინ.
ხუმრობის ხაისთზე იმიტომ ვარ, რომ შპს ბათუმის წყლის პოსტებში, გამოქვეყნებულ ფოტოებში ვხვედავთ ლაბორატორიულ ხალათებში გამოწყობილი სპეციალისტების პოზირებას, როგორ იღებენ ბუნებრივ წყალსატევში საველე სინჯებს, თან ლაბორატორიულ (ლაბორატორიულ და არა საველე) ხალათებზე სამაშველო ჟილეტები აქვთ მოცმული, თან სინჯებს იღებენ, ყოველგვარი ბუნებრივის წყალსატევებისთვის სპეციალიზირებული ხელსაწყოების გამოყენებით.
შპს ბათუმის წყალი:
1. ან მაგ ხალათებს ინსტრუქცია არ მოყვა, ან უბრალოდ ბათუმელები იმ დონის საზოგადოება გონიათ, რომ შეგიძლიათ ასეთი რაღაცეები კადროთ;
2. წარმოდგენა გაქვთ ბუნებრივ წყალსატევებში წყლის ხარისხობრივ სინჯებს როგორ იღებენ, ბატომეტრებზე გსმენიათ რამე, ვან-დორნის, ნისკინის, რუტნერის, პატალასის, კამერერის და სხვა ბათომეტრებზე;
3. საველე მიკრობიოლოგიურ ლაბადებზე (და არა ხალათებზე), ბუნებრივ წყალსატევებში სინჯების აღების სპეციფიკაზე რამე გსმენიათ;
4. თუნდაც დარღვევვებით, მაგრამ რაც აიღეთ, ყველაზე მარტივი: გამჭვირვალობა, სიმღვრივე, სუნი და შეფერილობა როგორ ქონდათ ნორმაში.
ახლა რა ხდება სინამდვილეში:
ნურის ტბაში სახეზეა პლანქტონური წყალმცენარეების ყვავილობა. ბევრს გონია, რომ ასეთ დროს წყალი მხოლოდ მწვანედ იფერება, თუმცა არსებობენ პლანქტონურ წყალმცენარეთა ჯგუფები, რომელთა მასიური არანორმალური/კრიტიკული განვითარების დროს წყალი სხვა მოყავისფრო – მურა ფერებში იფერება, ერთგავ „ცხელი შოკოლადის სასმელს“ მოგვაგონებს. ეს წყალმცენარეების დიატომეები (Bacillariophyta) და დინოფლაგელატები (Dinoflagellata). ისინი შეიცავენ პიგმენტებ ფუკოქსანტინს და პერიდინინს, რომელიც წყალს მოყავისფრო, მოყვითალო, მურა ფერს სძნეს.
პრობლემა იმაშია, რომ დიატომეების და დინოფლაგელატების ზოგიერთი სახეობა ტოქსიკურია და საშიაშია, როგორც ადამიანებისთვის ისე ცხოველებისთვის.
ამ მასშტაბის ყვავილობა ეკოლოგიური ბალანსის პირობებში არ ვითარდება, ვითარდება მხოლოდ მაშინ როდესაც ეკოლოგიური სხეული სერიოზულადაა ავად. პრობლემა მხოლოდ ყვავლობა არაა, უფრო დიდი პრობლემაა ის ფაქტორები რაც ამ პროცესს განაპირობებს: დაბინძურება, დაბინძურება და დაბინძურება!

სანამ რაიმე ცუდი მომხდარა მიიღეთ ზომები!”_ წერს გუჩმანიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშირა საკითხები განიხილეს ზელენსკიმ და ალიევმა
შემდეგი სტატია“ინტერესი შეიძლება იყოს ბევრი – რუსეთიდანაც და მთავრობიდანაც” – მეუფე დოსითეოსი პატრიარქის არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე