,, სანამ ქვეყანაში არ დაიწყება სრულიად ახალი თაობის რეფორმები, უფრო და უფრო, გაგვიჭირდება, ამას აჩვენებს ლარის კურსიც”

„სანამ ქვეყანაში არ დაიწყება რადიკალურად და სრულიად ახალი თაობის რეფორმები, არაფერი არ შეიცვლება, სამწუხაროდ, და როგორც ჩანს, უფრო და უფრო, გაგვიჭირდება, ამას აჩვენებს ლარის კურსიც,“ – ეს განცხადება, „ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ კურსის გაუარესების მთავარი ფაქტორი მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ქვეყანაში სწრაფი რეფორმების გატარების აუცილებლობა დგას.

„ჩვენ ვართ კატასტროფულ მდგომარეობაში, გაჭირვებაში, ურთულეს მდგომარეობაში. ერთდერთი გამოსავალია, დავიწყოთ განვითარების ახალი ტალღა, ახალი თაობის ეკონომიკური რეფორმები, რომელიც სწრაფად გამოიყვანს ქვეყანას ამ ძალიან ხანგრძლივი კრიზისიდან,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კვირის ბოლო სამუშაო დღის მიწურულს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური კურსი 2,53- ზე განსაზღვრა.

დღეისათვის 1 დოლარის ღირებულება საცალო ბაზარზე 2 ლარი და 55 თეთრია. ბანკებში კურსი კი ეროვნული ვალუტის კურსი 2.59-მდე აღწევს.

banner
წინა სტატიაშიRMG-ის საქმიანობის მავნე ზემოქმედება გარემოზე – “ქვემო ქართლის მედია” კვლევას ასაჯაროებს
შემდეგი სტატიაგრიგოლეთში მაშველებმა 19 წლის გოგონა გადაარჩინეს