“სანამ მას ეს იდეა ტვინში მოეხარშებოდა, სამი თევა ამ თემაზე მთელი ოპოზიციური სპექტრი საუბრობს,” – გიორგი ახვლედიანი სააკაშვილის მიერ ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბარს ეხმაურება

“სანამ მას ეს იდეა ტვინში მოეხარშებოდა, სამი თევა ამ თემაზე მთელი ოპოზიციური სპექტრი საუბრობს,” – გიორგი ახვლედიანი სააკაშვილის მიერ ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბარს ეხმაურება
დღეს, 12:27 315
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრობს, შეფასებები მოჰყვა არასაპარლამენტო ოპოზიციაში. მათ მიაჩნიათ, რომ საერთო კანდიდატი გამარჯვების ერთადერთი გზაა არჩევნებში.

„მოთხოვნა თვითონ საზოგადოებაშია, რომ ეს პროდასავლური პოლიტიკური კურსი ძალიან მყარი და ძლიერი იყოს ჩვენს ქვეყანაში. ამდენად, ეს ერთ-ერთი საკითხია, რაც დღის წესრიგით, ჩვენ გვაიძულებს, ვიმუშაოთ. უფრო მეტიც, არა თუ მიგვაჩნია საჭიროდ ეს ერთობა, უკვე მიმდინარეობს გარკვეული კულუარული პროცესები პოლიტიკურ პარტიებს შორის და მცდელობა იმისა, რომ ესეთი ერთობა შედეგს,“ – განაცხადა საქართველოს “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ ლიდერთა საბჭოში საერთო კანდიდატზე მსჯელობა უკვე სამი თვეა მიმდინარეობს.

„სააკაშვილს თუ ძალიან უნდა, რომ გინდა თუ არა თავის თავზე გაუფორმოს ეს პროცეს, არ გამოვა, იმიტომ რომ სანამ მას ეს იდეა ტვინში მოეხარშებოდა, სამი თევა ამ თემაზე მთელი ოპოზიციური სპექტრი საუბრობს და ამაზე ვსაუბრობდით მერობის კანდიდატის შერჩევის აუცილებლობის დროსაც,“ – განაცხადა გიორგი ახლვედიანმა.

banner
წინა სტატიაშიძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
შემდეგი სტატიასასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა