“სანამ კუხიანიძე თანამდებობაზეა, ქართული ოცნება იზიარებს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გინებას”

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ვიდრე ერეკლე კუხიანიძე თანამდებობას იკავებს, ნიშნავს, რომ ხელისუფლება მის განცხადებებს ეთანხმება.

“სანამ ერეკლე კუხიანიძე არის თანამდებობაზე, “ქართული ოცნება” იზიარებს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გინებას, ჩვენი ეროვნული მოძრაობის გინებას,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნების დიდი ნაწილი ერეკლე კუხიანიძის აზრს იზიარებს.

“კუხიანიძის განცხადება არ არის მხოლოდ მისი განცხადება, მე დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის და ქოცების დიდი უმრავლესობა ასევე ფიქრობს. მათ აწუხებთ ახლა ნებისმიერ რყევა ქვეყანაში, იმიტომ რომ ხელისუფლებას არიან ჩაბღაუჭებული,“ – აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

banner
წინა სტატიაში“ჯერ თქვენ გაგყრით აქედან და მერე მოგაყოლებთ კუხიანიძეს” -დავითულიანი ოპოზიციას
შემდეგი სტატიასაკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირებაა