15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

“სანამ დროა, შეჩერდით… დავმარცხდებით ყველა, დამარცხდება ქვეყანა”- ვიქტორ ყიფიანი

პარტია “ჯერ საქართველოს” თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, არსებული ვითარების შესაძლო გამწვავების შემთხვევაში გამარჯვებულები და დამარცხებულები აღარ იარსებებენ, რადგან შედეგები მთელი ქვეყნისთვის მძიმე იქნება.

“სანამ დროა, შეჩერდით.

მოქმედ ხელისუფლებას მოვუწოდებ სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები. მათი რეალურ საფრთხედ გადაქცევის შემთხვევაში “გამარჯვებულ-დამარცხებულად” დაყოფა მხოლოდ ნომინალურ სტატისტიკად იქცევა. რეალურად კი, დავმარცხდებით ყველა, დამარცხდება ქვეყანა.

სხვა შემთხვევაში, შერჩება საუბარს აზრი? როგორ საუბარს? საუბარს რის თაობაზე? შევძლებთ ნორმალური პოლიტიკური პროცესით ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე აზრის ფორმირებას? გვექნება კი ამის უფლება და შესაძლებლობა?

შეკითხვები, რომლებიც პასუხებს ელიან..

პასუხები, რომლებიც ქვეყნის დღევანდელობასა და მის ხვალინდელზე კრიტიკულ გავლენას მოახდენენ..

გავლენა, რომლის მიღმა არცერთი და არავინ დარჩება, – ამბობს ვიქტორ ყიფიანი.

banner
წინა სტატიაში“ვიცით, რომ წინასწარ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – ბრძოლა გრძელდება სტრასბურგისთვის”-ბეჟაშვილი
შემდეგი სტატიაანა ბუჩუკური – პროცესი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია