საქართველოს ლეიბორისტულუ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი წერს, რომ ტელეეთერებზე დაბლოკილია და იძულებული ხდება, მხოლოდ “ფეისბუქით” შემოიფარგლოს. ის საქართველოს ხელისუფლებას ირანის მოქალაქეებისთვის საზღვრის დაკეტვისკენ მოპუწოდებს:
“დღეს ტელე–ჩართვას ვგეგმავდი,მაგრამ რადგან გაანადგურა მასმედია ივანიშვილმა,ხოლო დანარჩენის უზურპაცია მოახდინა მეორე ბანკირ–ოლიგარქმა ხაზარაძემ, იძულებული ვარ პოსტით შემოვიფარგლო:
დაკეტეთ სასწრაფოდ საზღვარი ირანის მოქალაქეებისთვის გარდა ფერეიდანელებისა. დაკეტეთ სანამ დროა,მთელი მათი 90 მილიონიანი მოსახლეობა გამორბის ჩრდილოეთისაკენ.მომენტალურად დავრჩებით უმცირესობაში.ივანიშვილო არ აგცდება ქართველი ხალხის საშინელი რისხვა.დაიხსომე კარგად”, – წერს შალვა ნათელაშვილი.