სანამ დღევანდელი ვითარება არ შეიცვლება, ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი, მშვიდობიანი პროტესტისთვის – ბოკერიამ

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, სანამ არ შეიცვლება დღევანდელი კრიზისული მდგომარეობა, მანამ გაგრძელდება მშვიდობიანი პორტესტი.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ პროცესის განსამუხტად სწორი ინსტრუმენტია დიალოგი, თუმცა მისი მთავარი თემა გაყალბებული არჩევნები უნდა იყოს და არა რაიმე სხვა.
„ეს საკითხი არის ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად არჩევნების მიღებული შედეგების გაუქმება და ხელახალი, ნორმალური არჩევნების ჩატარება. ამ ქოლგის ქვეშ ბევრი საკითხია, ცესკო-ს თავმჯდომარის, ცესკო-ს სხვადასხვა უწყების როლი ამ სამარცხვინო პროცესში, ასევე, ე.წ. პოლიტიკური პატიმრების საკითხი.
ეს არის ის თემა, რაზეც დიალოგი უნდა იყოს, რათა განიმუხტოს ვითარება. რაც შეეხება ივანიშვილის რეჟიმის დღევანდელ პოზიციას, დიახ, ჩვენ ვხედავთ იგივე უტიფარი, ქვეყნისთვის ძალიან საზიანო და სახიფათო კამპანიის გაგრძელებას ივანიშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან.
სანამ ეს არ შეიცვლება, მანამდე გაგრძელდება მშვიდობიანი პროტესტი. ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი, მშვიდობიანი პროტესტისთვის. დღევანდელი ვითარება ვერ იქნება შენარჩუნებული.“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე : მივმართავ ყველა პარტიას, სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით
შემდეგი სტატიასააკაშვილი ვაშაძის განცხადების ახალ განმარტებაზე: მთლიანად ვეთანხმები!