ლუკა კურტანიძე: მე სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები საქართველოს პოლიტიკაში

სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები საქართველოს პოლიტიკაში, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ ჟურნალისტის იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საარჩევნო სიაში მისი მოხვედრის საკითხს შეეხებოდა.

”მე სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები საქართველოს პოლიტიკაში. როდესაც მე ჩემი ქვეყნისთვის რაღაც შევძელი, პარალელურად პოლიტიკაშიც ვიყავი. აფხაზეთში დავიბადე, გავიზარდე, ყოველთვის ვაფიქსირებდი მსოფლიო ჩემპიონატებზე, თუ ოლიმპიურ თამაშებზე, რომ ვარ სოხუმელი და როდესაც საქართველოს დროშა ფრიალებდა და ჰიმნი ჟღერდა, ყოველთვის ფიქსირდებოდა ქალაქი სოხუმი. პოლიტიზებული ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრება და შემდეგში მითუმეტეს. მე ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები წარმატებული”, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

დეპუტატმა ისაუბრა კოალიციაში მიმდინარე პროცესების შესახებაც და აღნიშნა, რომ ყველა პარტიული სუბიექტის გადაწყვეტილება პატივსაცემია.
”საქართველოს რეალობაში კოალიციის გაერთიანება მოხდა იმიტომ, რომ ის რეჟიმი, რომელიც სრულიად საქართველოს აწუხებდა, უნდა დასრულებულიყო. ეს გამარჯვება იქნა ერთობლივად მოპოვებული და ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ არ გვყავს ისეთი მონსტრი, რომ ერთმანეთს ამ ბლოკებით ვეპაექროთ. დღეს ყველა პარტიას – არასაპარლამენტო პარტიებსაც და პარლამენტში მყოფებსაც აქვთ თანაბარი შანსი, რომ არჩევნებზე მიიღოს საზოგადოების ნდობა და ამ ნდობის მანდატით იმოქმედოს პარლამენტში. ვფიქრობ, რომ დასრულდა საქართველოში ის დრო, როდესაც მძაფრი რადიკალური დაპირისპირებები აღარ იქნება. იწყება ახალი ხანა, როდესაც იქნება პაექტობა საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
დასრულდა ემოციური დაპირპისრებები, რომელსაც ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე მიყავდა. საქართველოში მკვიდრდება დრო, რომ პრობლემებზე იყოს ქვეყანაში საუბარი. ვფიქრობ, რომ ეს მისასალმებელი ფაქტია”, – განაცხადა კურტანიძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ღლონტი: ,,მაესტროს” ირგვლივ მიმდინარე პროცესები წინასწარ დაგეგმილი და გათვლილი გეგმის შედეგია
შემდეგი სტატიაიქნება თუ არა თინა ხიდაშელი “რესპუბლიკური პარტიის” წევრი?- მინისტრის კომენტარი