სანამ ამოცანა არ იქნება მიღწეული , იქნება წნეხი და იზოლაცია ამ რეჟიმის და პერსონალურად ივანიშვილის

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

იქნება საერთაშორისო წნეხი და იზოლაცია ამ რეჟიმის და პერსონალურად ივანიშვილის, სანამ ამოცანა არ იქნება მიღწეული – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ბოკერიას თქმით, ეს წნეხი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიიღწევა შედეგი, რასაც ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები დაჰპირდნენ საზოგადოებას გავრილოვის ღამის დაღვრილი სისხლის შემდეგ.

„მმართველი გუნდი ჯერ ამბობდა, რომ საერთოდ არანაირი მოლაპარაკების საჭიროება და შესაძლებლობა არ არისო, მერე განსახილველი არაფერი არ არისო, არაფერი არ შეიცვლებაო, ახლა ამბობენ, რომ რაღაც მოიტანეს და არ ვიცი, რა მოიტანეს. ფაქტია, რომ სერიოზული წნეხის ქვეშ არიან და იმსახურებენ ამასაც და უარეს წნეხსაც. ეს წნეხი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიიღწევა შედეგი, რასაც ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები დაჰპირდნენ საზოგადოებას გავრილოვის ღამის დაღვრილი სისხლის შემდეგ – ეს არის ჩვენი არჩევნების პროპორციულობა. ახლა რაღაცა წინადადება მოიტანეს, შევხედავთ და მოგახსენებთ საზოგადოებას. იმის მიუხედავად, დღეს რა მოიტანეს, სანამ არ იქნება ამოცანა მიღწეული, მანამდე გაგრძელდება პროტესტი ქვეყანაში. იქნება საერთაშორისო წნეხი და იზოლაცია ამ რეჟიმის და პერსონალურად ივანიშვილის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი დანიშნა
შემდეგი სტატიაჩვენ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ და ბრძოლა გავაგრძელოთ ამ მავნებელ მთავრობასთან- რულოვსი ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე