სანაია უცნობზე: სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული მოაკლდება, ხელისუფლებებთან სავაჭროდ

“უცნობზე რა უნდა ვთქვათ – ის არის სოროში მჯდარი, რომელიც გამოდის მაშინ როდესაც იქ ფული მოაკლდება ან ბოტასის, ან ქუდის, ან შარვლის; იწყებს ვაჭრობას ხელისუფლებებთან, შემდეგ გამოივაჭრებს და ისე რომ კაციშვილს ანგარიშს არ უწევს, შედის ისევ თავის სოროში. ეს არის უცნობი, რომელმაც თვითონ აღიარა რა გააკეთა წინა ხელისუფლების დროს, სიხშირეზე რომ ვაჭრობდა. რა გააკეთა მაესტროსთან დაკავშირებით – პირდაპირ ჩააბარა მაესტრო სხვებთან ერთად ხელისუფლებას და თავისი ხელით მოსპო მაესტრო. თუკი საქმე გაქვს, ბავშვზე აღარ ილაპარაკო შე არაკაცო, მე მელაპარაკე. ესენი ლაპარაკობენ კაცობაზე, ეს კაცი საერთოდ რაზე უნდა ლაპარაკობდეს?!”, – განაცხადა “ფორმულას” წამყვანმა ვახო სანაიამ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

უცნობი სანაიაზე თავმასხმაში მონაწილეების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიქალთა მოძრაობა წულაიაზე: პარტიების მხარდამჭერი განცხადება უკიდურესად შემაშფოთებელია
შემდეგი სტატიაიმნაძე: ყველას უნდა რესტორნებში ქეიფი, მაგრამ ამით თანამოქალაქეებს გავწირავთ