სანაია: შევცვლით მთავრობას, რომელიც უნდა გადადგეს

“მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს – თქვენ არ გაქვთ ბევრი დრო. ვიცი, რომ ადრე იძინებთ, მაგრამ იღვიძებთ ადრე და მაქსიმუმ ხვალ დილამდე თქვენი ე.წ. მარიონეტი პრემიერმინისტრი უნდა გადადგეს და უნდა მიყვეს მთელი მთავრობა. გადადგომა არ არის საკმარისი, ჩემს უკან არის ბანერი, რომელსაც აწერია “გადადგეს და დაისაჯოს ირაკლი ღარიბაშვილი” და საქართველოს მთავრობა, რომელმაც დედაქალაქის ცენტრში მოგვიწყო რუსული სპეცოპერაცია და შეიწირა ჩვენი კოლეგა და ეს იყო მკვლელობა. რუსეთიდან დაფინანსებული ძალები საპატრიარქოს ორგანიზებული ძალები, რომლებიც შეთამაშებული არიან საქართველოს ხელისუფლებასთან, უნდა დაისაჯონ.

ჩვენ არ ვართ მხოლოდ 53, რომელსაც თქვენ ფიზიკურად გაუსწორდით, ჩვენ მთელი საქართველო ვართ. თქვენ შეიძლება დღეს მოკალით ჩვენი კოლეგა, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, არ გვეშინია თქვენი. ყოველთვის იყო მოწოდება “ნუ მომკლავ”, მაგრამ ახლა არის მოწოდება “ვერ მომკლავ” იმიტომ, რომ ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ მთავრობას, რომელიც აუცილებლად უნდა გადადგეს და პასუხი აგოს ჩვენი კოლეგის მკვლელობაზე.

ჟურნალისტები ყოველთვის მოვდიოდით ამ მოედანზე იმისთვის, რომ გაგვეშუქებინა აქციები, საქართველოს ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ჩვენ ვატარებთ საპროტესტო აქციას და ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ პასუხს არ აგებენ მკვლელობისთვის.”- თქვა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშილომჯარია: რაც ვნახეთ, იყო არაადამიანური დამოკიდებულება
შემდეგი სტატია“ლექსოსთვის” – მდუმარე აქცია გამართეს ზუგდიდში ჟურნალისტებმა