სანაია: იყო გზავნილი, რომ გავლენიანი ხალხია და შეიძლება ოჯახშიც შემოგიცვივდნენო

“ვხედავთ იმას, რომ ეს “კუტოკი” ვერ აგვარებს ამ პრობლემას. გავლენიანი ოჯახის წარომადგენელია ერთ-ერთი მათგანი და ვერ გამოჰყავს ეს ე. წ. ბავშვი, ასევე დანარჩენი ორიც, იმის ძმაკაცები. არადა აგვარებდნენ ასეთ საქმეებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“იყო გზავნილი, რომ ძალიან გავლენიანი ხალხია და შეიძლება ოჯახშიც შემოგიცვივდნენ და რომ არ გაპატიებენ ამას. მე ამ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ მე პირადად და ჟურნალისტებს ასეთი გზავნილების რომ გვეშინოდეს, ამ პროფესიაში დიდი ხანია უკვე აღარ ვიქნებოდით, მაგრამ აქ შიშზე არ არის. არც მე მეშინია, არც თქვენ და არც არავის, მაგრამ აქ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მათი ეს კონსტრუქცია დაირღვეს.

ვხედავთ იმას, რომ ეს “კუტოკი” (ბოდიში ამ გამოთქმისთვის) ვერ აგვარებს ამ პრობლემას. საერთოდ არ აინტერესებს არც ჩემი თავი და არც ჩემი ოჯახი. ახლა პრობლემა აქვთ მენტალური, რომ ვერ მოაგვარეს. გავლენიანი ოჯახის წარომადგენელია ერთ-ერთი მათგანი და ვერ გამოჰყავს ეს ე. წ. ბავშვი, როგორც თვითონ მოიხსენიებენ. ასევე დანარჩენი ორიც, იმის ძმაკაცები. არადა აგვარებდნენ ასეთ საქმეებს. ახლა, როდესაც საზოგადოების მწვავე რეაქცია დაინახეს, არ გამოდის ეს ამბავი და ახლა ამაზე არიან სრულიად შეშლილები. ვგულისხმობ კონკრეტულად გეგეშიძის ოჯახს”, – განაცხადა ვახო სანაიამ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო სანქციების გამკაცრებაზე: ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება უსარგებლოა
შემდეგი სტატია„სინოვაკის“ ვაქცინების 100 ათასი დოზა საქართველომ უკვე მიიღო