“სანადიროდ ვაპირებდი წასვლას – “ბასიანთან” 3 პირის დაჭრაში ბრალდებული

“არ ჩავთვალე, რომ ქვეყანა დავანგრიე,” – ეს განცხადება სასამართლო პროცესზე კლუბ “ბასიანთან” 3 პირის დაჭრაში ბრალდებულმა 39 წლის ბიძინა ჩაჩხიანმა გააკეთა.

ბიძინა ჩაჩხიანმა ინციდენტის დეტალებზე ისაუბრა.

“არსად მიმალვას არ ვაპირებდი. არ ჩავთვალე, რომ ქვეყანა დავანგრიე. სანადიროდ ვაპირებდი წასვლა. რაც მიპოვეს, ჩემი კუთვნილი სანადირო ინვეტარია, ძაღლიც მყავდა დაკავების დროს,” – განაცხადა ბიძინა ჩაჩხიანმა.

“ბასიანის” საქმეზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს საქალაქო სასამართლომ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

12 იანვარს ბიძინა ჩაჩხიანი, რომელიც ღამის კლუბიდან გააძევეს, კლუბში იარაღით დაბრუნდა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან, უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში საქმის კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ, შესაძლო სასჯელის ვადა შემცირდა.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატია“არაადეკვატურია ღატაკი ქვეყნისთვის გიგანტური რესურსის ჩაყრა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის მანქანებმა იარო​ნ”