სან-ფრანცისკოში საქართველოს მემკვიდრეობის სკოლა გაიხსნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქალაქ სან ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, 2020 წლის 26 ოქტომბერს შედგა საქართველოს მემკვიდრეობის სკოლის გახსნის საინაუგურაციო ცერემონია.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან ბერიძემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

ლევან ბერიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის პროექტები და ინიციატივები, რაც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დასაცავად და მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები და საკვირაო სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც გენერალური საკონსულოს მიერ გადაეცათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ქართული ენის შემსწავლელი კურსის სახელმძღვანელოები და რვეულები.

სკოლას, რომელშიც ამჟამად ორმოცამდე მოსწავლეა დარეგისტრირებული, უხელმძღვანელებს ქართული მემკვიდრეობის ფონდის დამფუძნებელი, ლიანა ნიცეცკაი

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი : წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დავიცავთ წესებს
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი : ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ და შეერთებული შტატები გააგრძელებს ამ არჩევანის მხარდაჭერას