სან პაოლოში საკვები პროდუქტების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, სან პაოლოში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

40 წლის კაცი მაშინ დააკავეს, როცა მან მაღაზიაში საკვები პროდუქტები მოიპარა. მედიის ცნობით, დაკავებულმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა მას მაღაზიის მენეჯერმა შეუშალა ხელი. მორიგი მცდელობისას კაცმა მაღაზიიდან გასვლა მოახერხა, თუმცა ის პოლიციამ დააკავა.

ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს – ის სასამართლო პროცესს ელოდება.

banner
წინა სტატიაშიდავითულიანი: რომ გვქონდეს [ძალა] ტერიტორიები ძალისმიერად დავიბრუნოთ, ასე ვიზამდით, ალბათ
შემდეგი სტატიანავალნი ციხიდან გაუჩინარდა