სამუშია – ზუგდიდში უბანზე მისულ ამომრჩეველს უთხრეს, გადასატანში იყავით და ხელი მოწერილიაო

პარტია ლელოს წევრის, ლევან სამუშიას ინფორმაციით, ზუგდიდში მე-17 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს განუცხადეს, რომ მათი სახელი გადასატან ყუთში იყო და ხელმოწერებიც დაფიქსირებულია. სამუშია აცხადებს, რომ ეს არამარტო საარჩევნო გადაცდომა, არამედ, უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული იქნება, თუ ეს დადასტურდა.

“ზუგდიდის მე-17 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა წარმოუდგენელი სავარაუდო დარღვევა. 37 ადამიანი იყო რეგისტრირებული გადასატან ყუთში. როგორც კი დაბრუნდა ეს ყუთი, ოქმში ხელმოწერა იყო 37-ვე ადამიანის.

ჰოი, საოცრებავ, რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც თვითონ მოვიდა საარჩევნო უბანზე და მოითხოვეს ხმის მიცემა. უთხრეს, რომ გადასატან ყუთში იყავით და უკვე ხელი მოაწერეთო. მათ უპასუხეს, არანაირ გადასატან ყუთში არ იყვნენ და სახსალამათი ადამიანები იყვნენ”, – განაცხადა ლევან სამუშიამ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: „ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია ხმების დათვლის პროცესი სრულად გამჭვირვალედ და კონკრეტულად აღბეჭდოს კამერაზე
შემდეგი სტატიანათია იოსელიანი – გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარდაბნის 41-ე უბანზე 100 ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც არ იყვნენ ამომრჩეველთა სიაში, სიმართლეს არ შეესაბამება