“სამუშაოები გაგვიჭიანურდა”, – სოფელ დიღომთან დაკავშირებულ ბრალდებებს დავით ნარმანია პასუხობს

სოფელ დიღომთან დაკავშირებულ ბრალდებებს დღეს თბილისის მერი გამოეხმაურა. დავით ნარმანიას თქმით, სოფელ დიღომში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობდა, თუმცა ამ ეტაპზე ის მოგვარებულია.

„სოფელ დიღომში მიმდინარე წლის სამუშაოები ჯერ არ დაგვისრულებია, საგზაო სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, სამუშაოები გაგვიჭიანურდა, ვინაიდან ერთ მონაკვეთზე წყლის ინფრასტრუქტურა GWP-ის მხრიდან, მეორე მონაკვეთზე სამუშაოები ასევე დაწყებულია, იყო კონტრაქტორ კომპანიასთან პრობლემები, რაც გადაწყდა, სხვა კომპანია ჩაენაცვლა, რომელიც სამუშაოებს აგრძელებს,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში100 ქულიანი სისტემა- რა შემთხვევაში მოუწევთ მძღოლებს გამოცდაზე თავიდან გასვლა
შემდეგი სტატიამოსამართლე ურთმელიძის დასაბუთებული გადაწყვეტილება რუსთავი2-ს ჩაბარდა