სამუდამო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიას – მიხეილ სააკაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარის დაჯარიმებაზე

რუსთაველის გამზირზე თითქოსდა გზის გადაკეტვის გამო ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის დაჯარიმების შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს:

“ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება არა მხოლოდ ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევაა, არამედ სამუდამო სასირცხვილო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიას.

ეს ყაჩაღები რომლებიც გენეტიკურ კოდს უცვლიან ქართველებს რუსების დავალებით, ერს აგონებენ, რომ სტუმართმოყვარეობა დასაშვებია მხოლოდ რუს მოკრივეებთან, მოჭიდავეებთან, კადიროველ ბანდიტებთან და სულ მალე რუს სალდატებთანაც”.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: გუშინ სიბნელის კორიანტელი აფრქვია კობახიძემ
შემდეგი სტატიაეს პრინციპი მოგონილია ილიაუნის გასაუქმებლად – დავით ზურაბიშვილი კობახიძის “რეფორმაზე”