“სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს”- ვოლსკი ბაჩალიაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლკიმ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ძებნიდან მე-5 დღეს პოვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ “სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, ეს არის უნამუსო ტყუილი”.

მისი თქმით, “სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ”.

“არაერთი მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის, არის დაფიქსირებული წარსულში, თუმცა არავის არასდროს არ უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება. სახელმწიფო თავად ჩადიოდა დანაშაულს და ეს იყო ერთადერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშითეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
შემდეგი სტატიაკომპანიაში, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შსს-ს თანამშრომლები იმყოფებიან