“სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი ყოფილიყავით”- ზურაბიშვილი პრეზიდენტს

დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტს მიმართა, სადაც მან მარგველაშვილი გააკრიტიკა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ნელ-ნელა გადავიდა სახელმწიფო მდგომარეობიდან პოლიტიკურ არენაში.
“სამწუხაროდ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ, არ თუ ვერ გაუფრთხილდით ამ სიმბოლოს ისე, როგორც სასურველი იქნებოდა. სამწუხაროდ, ის მრავალთავიანი საგარეო წარმოამდგენლობა მსოფლიო მოედანზე გადააქციეთ სამარცხვინო შეჯიბრად და ქიშპობის საგნად. სამწუხაროდ, გაერთიანებისა და მიუკერძოებლობის სიმბოლოს მაგივრად ნელ-ნელა იქეცით საზოგადოებსი ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად. დღესაც, ალბათ, ვნახავთ თქვენსა და ერთ ფლანგს პოზიციათა შორის დიდ მსგავსებას. გადახვედით სახელმწიფო მოღვაწეობიდან პოლიტიკურ არენაში. სამწუხაროდ, თქვენ როცა შეირგეთ პირველ დღესვე ამ ადგილზე თქვენივე დანიშვნე, თქვენვე დააყენეთ მაშინ პრეზიდენტის არჩევითობის პრინციპი.

სამწუხაროდ, როცა შეწყალების დროს თქვენი ახლობლების მიმართ უფრო ლმობიერებას იჩენთ, ვიდრე უპატრონო მოქალაქეების მიმართ, თქვენვე მორალურ ავტორიტეტს აქვეითებთ. სამწუხაროდ, როცა ვეტოთი ვხმალაობთ, იმის მაგივრად, რომ ეს ბერკეტი გამოიყენოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფოებრივი პრინციპი ირღვევა და საფრთხის ქვეშ დგება და ამის მაგივრად რომ მიგეჩვიათ საზოგადოება ჩვეულებრივ აზრთა სხვაობას, დისკუსიას და ურთიერთაზრების პატივისცემას, თუმცა ეს მხოლოდ თქვენზე არაა დამოკიდებული, ამის მაგივარდ დაპირისპირებისა და დაძაბულობის მაგალითს აძლევთ თქვენი გამაერთიანებელ როლს აკნინებთ. სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართელის პრეზიდენტი ყოფილიყავით და დღემდე ველოდები თქვენ მიერ გამოთქმულ პოზიციას უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებზე. სააკაშვილის პრაქტიკა შეირგეთ და მადლობებსაც კარგად ღებულობთ”,- მიმართა ზურაბიშვილმა პრეზიდენტს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა მეტ-ნაკლებად ამომწურავი იყო – გოცირიძე
შემდეგი სტატიაქალბატონო ნინო, მორალურად თქვენ არ უნდა იყოთ ამ დარბაზში – რომან გოცირიძის მიმართვა ნინო გვენეტაძეს