სამწუხაროდ თქვენ, როგორც სახალხო დამცველი, მიკერძოებულად იყენებთ თქვენდამი გამოცხადებულ „ნდობის მანდატს“, არ ამხელთ „ნაცმოძრაობას“ და მათ გვერდით დგებით – მეგრელვიშილი ლომჯარიას

„იქნებ საწყის ეტაპზე ცალმხრივად და მიკერძოებულად საკითხისადმი მიდგომა გვერდით გადადოთ და პოლიტიკური სერიული მკვლელების „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვისათვის სამართლებრივ პროცესებზე იფიქროთ!“ – ასე გამოეხმაურა საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომლის თანახმად ნინო ლომჯარიამ „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ სერიული მკვლელების პარტიაა. დიახ, სერიული მკვლელების, რომლებიც წლების განმავლობაში პოლიტიკური ნიშნით უსწორდებოდნენ თავისუფალ სიტყვას, ახალ თაობას, ციხეში მოწყვლად პატიმრებს… ეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობას გასდევს ნამუსახდილი ქართველობისა და ძაძებჩაცმული დედათა ხმა. ამ ძალის სისხლიანი რეჟიმის უკანონობა სტრასბურგის სასამართლომ არაერთხელ ამხილა. მხილება პოლიტიკურ ისტორიაში ჩაეწერა, მაგრამ დაღვრილ სისხლსა და შეწირულ ადამიანებს ვეღარაფერი შველის. სწორედ ამიტომ ბრძენი ქართველი ხალხი გრძნობს პასუხისმგებლობას აღარასოდეს დააბრუნოს ეს ძალა, პოლიტიკური სერიული მკვლელებით. სამწუხაროდ თქვენ, როგორც სახალხო დამცველი მიკერძოებულად იყენებთ თქვენდამი გამოცხადებულ „ნდობის მანდატს“, არ ამხელთ ამ ძალას და მეტიც, პოლიტიკურ პროცესებშიც არ ემიჯნებით, მათ გვერდით დგებით. არადა ქალბატონო ნინო, დაცლილი უნდა იყოთ პოლიტიკისაგან…

სახალხო დამცველის „მოვალეობებში“ ჩაკარგული მიჩენთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი არასოდეს გადაგიკითხავთ. აბა რით ავხსნა ის, რომ ყოველ ჯერზე უკანონობის გვერდით დგებით?! დღეს „ალტ ინფოს“ აკძრალვას გადაგვიწყვიტავთ (სამართლებრივი პროცედურის დაცვით). მე არავის დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ გეტყვით, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიის მონაპოვარია ზუსტად ის, რომ მაუწყებლობს ალტინფო, „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „კავკასია“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. (რა მოგვწონს და რა არა, ეს სხვა საკითხია). რჩევა მაქვს, იქნებ საწყის ეტაპზე ცალმხრივად და მიკერძოებულად საკითხისადმი მიდგომა გვერდით გადადოთ და პოლიტიკური სერიული მკვლელების „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვისათვის სამართლებრივ პროცედურებზე იფიქროთ! რა იცით იქნებ ხალხმაც გაპატიოთ ამდენი ღალატი,“ – წერს მეგრელიშვილი ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა ტერიტორიების დაბრუნებას აუცილებლად შეძლებს – ჯონსონი
შემდეგი სტატიასლავიანსკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი მასშტაბურად იბომბება