“სამწუხაროდ, სავარაუდოდ, 5%-ზე მეტი არ გვექნება”, – ნინო ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებზე მთავარი დარღვევა მარკირების პროცესს უკავშირდება, რომელიც არა მხოლოდ ტექნიკური დარღვევაა, არამედ, პირდაპირ მიუთითებს ხელისუფლების მიერ “კარუსელების” გამოყენებაზე.

ამასთან, ნინო ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით, მისი პარტია ხმების მაქსიმუმ 5%-ის მოპოვებას შეძლებს.

“ყველა ოპოზიცია ერთად აღებული ნამდვილად იმარჯვებს და გარწმუნებთ, რომ ჩვენ აქ ჩვენი ღირსეული ადგილი გვექნება. სამწუხაროდ, ალბათ, 5%-ზე მეტი არ გვექნება, მაგრამ 5%-ის ფარგლებში, ნამდვილად”, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში1 საათი გავიდა და არ დაურეკავს, რომ გაემარჯვა დარეკავდა – კობახიძე ნიკა მელიას
შემდეგი სტატიადავაფიქსირეთ პირი, რომელმაც მინიმუმ 10-ჯერ მისცა ხმა – “გამჭვირვალობა” მარნეულის საარჩევნო უბანზე