“სამწუხაროდ ქართული მართლმსაჯულება დუმს, როდესაც საქმე ეხება ხელისუფლებას” – ოთარ კახიძე

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე ოთარ კახიძე, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, გასული წლის საპრეზიდენტო მოხსენების შემდგომ ქვეყანაში მართლმსაჯულების სფეროში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

“სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ევროკონვენციის მეთვრამეტე მუხლის დარღვევა ივანე მერაბიშვილის საქმეზე და სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, რომ მერაბიშვილის პატიმრობა ემსახურებოდა არალეგიტიმურ მიზანს და მერაბიშვილის პატიმრობას საფუძვლად ედო ხელისუფლების შეფარული დღის წესრიგი. ეს გადაწყვეტილება არის სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში მეშვიდე, ხოლო საქართველოსთვის პირველი შემთხვევა, როდესაც დადგინდა ევროკონვენციის მეთვრამეტე მუხლის დარღვევა.

“ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მოხსენების შემდგომ საბერძნეთის, საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების სასამართლოებს შეუერთდა ინგლისის სასამართლოც, რომელმაც ქართული მართლმსაჯულებისგან განსხვავებით დაინახა პოლიტიკური დევნის ნიშნები, ყოფილ მაღალჩინოსანთა საქმეებში,“ – განაცხადა კახიძემ.

მან ასევე ისაუბრა ქართული მართლმსაჯულების დამოკიდებულებაზე ხელისუფლების მიერ შესაძლო კანონდარღვევის ჩადენის დროს და სასამართლო სისტემა გააკრიტიკა.

“სამწუხაროდ ქართული მართლმსაჯულება დუმს, როდესაც საქმე ეხება ხელისუფლებას, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ კონიუნქტურას, ამას ეწირება კანონის უზენაესობა და სახელმწიფო ინსტიტუტების, კერძოდ პოლიციის, პროკურატურისადმი ნდობა,“ – აღნიშნა კახიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის განცხადებით, აშშ-ს ავიადარტყმების შემდეგ ტერორისტებმა შეტევა დაიწყეს
შემდეგი სტატიამიგვაჩნია, რომ აშშ-ს მიერ განხორციელებული საპასუხო ქმედება​ იყო დროული-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო