სამწუხაროდ, ოპოზიცია დაემსგავსა ჭორიკანა ადამიანს. ამის მეტს არაფერს აღარ აკეთებენ… – ამბობს “ოცნების” დანაყოფი “ხალხის ძალის” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ბებუას საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე და ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი მოქალაქის დასახსნელად ყველაფერს აკეთებს. მაჭარაშვილმა ოპოზიცია იმისთვის გააკრიტიკა, რომ ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ:
“მაშინ რატო არ საუბრობენ, როცა მყისიერად ხდება ხოლმე საქართველოს მოქალაქეების დახსნა იქიდან?! რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, შემიძლია დაგიდასტუროთ რომ შესაბამისი უწყება პარტნიორებთან ერთად, შესაბამისი კონსულტაციების საფუძველზე მუშაობენ მაქსიმალურად იმისათვის, რომ ეს ადამიანი იქნას დახსნილი უკანონო პატიმრობიდან” – თქვა მაჭარაშვილმა.