სამწუხაროდ, მოვისმინე ანტიდასავლური რიტორიკა… მმართველმა გუნდმა უნდა იცოდეს, რომ მათი პარტნიორები ვართ – კრამონი

“ძალიან კარგია, რომ მმართველმა გუნდმა რიტორიკა შეცვალა, ბედნიერი ვარ რომ ეს მესმის, სხვა რისი თქმა შემიძლია? ფაქტები ფაქტებია. სამწუხაროდ, მოვისმინე ანტიდასავლური რიტორიკა, მაგრამ თუ ახლა ეს შეიცვალა კარგია. დაველოდოთ და ვნახოთ რა მიდგომები ექნება მმართველ გუნდს დღეს. თუ მათ სურთ ევროკავშირის წევრობა, უნდა იცოდნენ, რომ მათი პარტნიორები ვართ და მხარს ვუჭერთ ამ ქვეყანას, ჩვენ გვინდა საქართველო ვნახოთ ევროკავშირში, მაგრამ იქამდე წინ ბევრი კრიტერიუმია”, – ამბობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც ევროპარლამენტარების დელეგაციასთან ერთად თბილისში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებთ მთავრობას და ოპოზიციას, განსხვავებები გვერდით გადადონ და 12 რეკომენდაცია შეასრულონ – მაკალისტერი
შემდეგი სტატიაარასდროს მიგრძვნია თავი ისე ძლიერად, როგორც ახლა – ზელენსკი