“სამწუხაროდ, ეფექტური გამოძიება არ ტარდება მანამ, ვიდრე ვიდეო-მტკიცებულებები არ ვრცელდება”

სახალხო დამცველი შოთა პაკელიანის საქმეზე გავრცელებულ ვიდეო-კადრებს ეხმაურება. უჩა ნანუაშვილის თქმით, აუცილებელი იყო ეფექტური გამოძიების ჩატარება ამ საქმეზე და შესაბამისად იმ სავარაუდო დამნაშავეების დასჯა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ძალადობაში.

“სამწუხაროა, რომ ასეთ ფაქტებზე რეაგირება ხდება მხოლოდ ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ. ეს ფაქტი რეალურად ხაზს უსვამს იმას, რომ სამწუხაროდ, ეფექტური გამოძიება არ ტარდება მანამ, ვიდრე ვიდეო-მტკიცებულებები არ ვრცელდება. აუცილებელია ქვეყანაში დამოუკიდებელი
საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რათა მომავალში ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება კონსესუსს ახორციელებს თავის თავთან დიალოგით” – პრეზიდენტი