“სამწუხაროდ ჩვენ გვყავს ბოლშევიკური სულისკვეთების ოპოზიცია”

“სამწუხაროდ ჩვენ გვყავს ბოლშევიკური სულისკვეთების ოპოზიცია და მიკვირს, რომ ამ სულისკვეთებით კიდევ ფიქრობენ, რომ შეუძლიათ რაიმეს მიღწევა“,- ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ სხდომა ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება.

„ჩვენი მიზანია არის ის, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი იყოს წარმოდგენილი პოლიტიკაში, ეს უკვე ჩვენი წინა გადაწყვეტილებითაც არაერთხელ დაგვიდასტურებია. ჩვენთვის თანამდებობები არ არის მნიშვნელოვანი, ჩვენთვის მთავარია ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდეს.

ჩვენი ოპოზიცია იმდენად არის აცდენილი ლოგიკურ ჩარჩოს, რომ მათი არცერთი განცხადება არ არის ლოგიკასთან თანხვედრაში.

რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ის აუცილებლად ჩატარდება, ჩვენ გვაქვს დატვირთული დღე, ისეთი საკითხები, რომლებიც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გვაქვს ვალდებულება მოქალაქეების წინაშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა რატი იოთანამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის შეხვედრას თეა წულუკიანი ეხმაურება
შემდეგი სტატია“2020 წელს აპირებენ მთელ საქართველოში აარჩევინონ ბევრი სალომე ზურაბიშვილი”