სამწუხაროდ ბევრი შემთხვევაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეურაცხმყოფელ სიტყვებით ამკობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს – კალაძე

ამასთან დაკავშირებით გაგცათ პასუხი გერმანიის ელჩმა და მიიღეთ პასუხი, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ ესწრება საქართველო დიდი შვიდეულის შეხვედრას.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. საქართველოში გერმანიის საელჩოში განმარტეს, რატომ არიან შეხვედრაზე მიწვეული ინდონეზია, უკრაინა და მოლდოვა.

კითხვაზე, განცხადების შემდეგ გერმანიის ელჩი თავდასხმის ობიექტი გახდა, კახა კალაძემ აღნიშნა: „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას, თავდასხმებს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ასეთი, როდესაც არ ერიდებოდნენ და პირდაპირი ეთერის მეშვეობით შეურაცხმყოფელ სიტყვებით ამკობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, თუ მათ განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას არ აპირებს
შემდეგი სტატიაარასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ დაწესებულ საზღვრებს უკრაინაში, გავაგრძელებთ ეკონომიკური სანქციებს სექტორებზე, რომლებზეც რუსეთი არის დამოკიდებული – „დიდი შვიდეულის“ ლიდერები