„სამწუხაროდ, არის წინაპირობა იმის, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება“ – თამარ ხულორდავა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 15, 2019 12:00

„სამწუხაროდ, არის წინაპირობა იმის, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება“ – თამარ ხულორდავა

უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარება დასჯადი ხდება – პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი კანონპროექტზე დღეს იმსჯელებს.

თამარ ხულორდავას განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოდან უკანონო მიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა და საფრთხე შეექმნა უვიზო მიმოსვლას:

„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა კანონპროექტთან დაკავშირებით, თითქოს ამ პროექტის მიზანი იყო იმ მოქალაქეების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, ვინც ევროკავშირში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში უკანონოდ იმყოფება. ეს ასე არ არის. აქ კონკრეტულად საუბარია იმ პირებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ხელს უწყობენ საქართველოს მოქალაქეებს უკანონოდ დარჩნენ უცხო ქვეყანაში და მიგრანტები გახდნენ ან ეხმარებიან იმაში, რომ უსაფუძვლოდ შეიტანონ განაცხადი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად დოკუმენტების გაყალბებით და ა.შ. ორივე ეს პირობა – თავშესაფრის მოთხოვნების ზრდა, ასევე საზღვარზე უარები ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამ სტატისტიკების ზრდა, სამწუხაროდ, არის წინაპირობა იმის, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესში, ამიტომ აუცილებელია ასეთი ქმედითი, კონკრეტული ღონისძიებების გატარება“, – განუცხადა ხულორდავამ ჟურნალისტებს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 15, 2019 12:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,222
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics