“სამწუხაროა, რომ საპატრულო პოლიციის ყურადღების მიღმა დარჩა”, – ამ სათაურით აქვეყნებს სოციალურ ქსელში ვიდეო-ჩანაწერს iStore-ის მაღაზიის ოფიციალური გვერდი.
კადრებში ჩანს, რომ ძარცვაში მონაწილე პირები სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან.
“თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 23/23ა, iStore -ის მაღაზია, დილის 6 საათი. სამწუხაროა რომ საპატრულო პოლიციის ყურადღების მიღმა დარჩა”, – წერს მაღაზია “აისთორი”.

















