„სამწუხაროა, რომ კარასინის განცხადებაზე პრეზიდენტი რუსულ წყაროებს დაეყრდნო“

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, სურვილის შემთხვევაში, პრეზიდენტთან შესახვედრად მზადაა.

„გაოცებული დავრჩი პრეზიდენტის განცხადებით. სანამ პრაღაში წავიდოდი, მის მრჩეველს შევხვდი და ყველა საკითხი დეტალურად განვიხილეთ. დაბრუნების შემდეგ, შევხვდი პრემიერს, ვაპირებ შეხვედრას პრეზიდენტის მრჩეველთან და შევხვდები პრეზიდენტს, თუ მას ამის სურვილი ექნება. წერილობითი განცხადება ყველა უწყებას ეგზავნება. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ შეხვედრაზე და კარასინის განცხადებაზე პრეზიდენტი რუსულ წყაროებს დაეყრდნო. მას რომ ჩემთვის მოესმინა, ვეტყოდი, რომ, მაშინ, როდესაც კარასინი განცხადებებს აკეთებდა, მე იქ არ ვიყავი. ეს განცხადებები შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა და მე ამის შესახებ არ ვიცოდი. მე კარასინის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი და კოლეგის თანდასწრებით ვისაუბრებდი. ამას მე ვეტყვი მას, როცა შევხვდები. სამწუხაროა, რომ სწორი განცხადებები არ მიაწოდეს პრეზიდენტს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიუახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, მოსახლეობა სამების საკათედრო ტაძარში მისვლას ვერ შეძლებს
შემდეგი სტატია,ის, რომ კარასინი ბრაზობს და აბაშიძე აკადემიურად იქცევა, ნიშნავს, რომ აბაშიძე უფრო მაღალი დონის დიპლომატია”