სამწუხარო იქნება, თუ შევიტყობთ ზეწოლის შემთხვევების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ან ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ

ნორმალურია, რომ სიტუაცია უფრო იძაბება, რაც უფრო ახლოვდება ხმის მიცემის დღე. იმედისმომცემი და მისასალმებელია, რომ ბევრმა პარტიამ მოაწერა ხელი პოლიტიკური ქცევის წესებს. მეტიც, არა მხოლოდ ხელი მოაწერეს, არამედ ერთად შეიმუშავეს. ეს ძალიან კარგი და გაბედული ნაბიჯია მათი მხრიდან. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ერთად მუშაობენ, რათა შეიმუშაონ ეთიკური გზამკვლევი და სტრუქტურა, რომელსაც პარტიები უნდა მიჰყვნენ.

სამწუხარო იქნება, თუ შევიტყობთ ზეწოლის შემთხვევების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ან ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე ჰქონდათ მსგავსი ფაქტების შემცველი ანგარიშები და ვიმედოვნებ, რომ 2020 წლის არჩევნები იქნება სამართლიანი, თავისუფალი და დარღვევების გარეშე ჩაივლის. ეს იქნებოდა შთამბეჭდავი საქართველოსთვის ”-ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საარჩევნო კომპასი საქართველოსა და Partiebi.Ge-ს პრეზენტაციაზე განაცხადა

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი – ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა და საზოგადოება სერიოზულად ეკიდებიან რუსული დეზინფორმაციის თემას
შემდეგი სტატიაროლანდ ფიფია: მე ამ ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები