სამტრედიასთან ახლოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მახინჯაურის დასახლებაში მცხოვრები ოჯახის სამი წევრი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაღუპულებს შორის ერთი მცირეწლოვანია.
შსს-ს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.