სამტრედიაში, სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ხმაური იყო სამტრედიაში. მოსახლეობა მდინარე ხევისწყალზე კარიერის მოწყობაზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას და მდინარიდან სპეციალური მძიმე ტექნიკის მეშვეობით ინერტული მასის ამოღებას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ , რომ მდინარის კალაპოტიდან ამოღებული ინერტული მასალის შედეგად, საფრთხე ექმნება საცხოვრებელ სახლებს, ძლიერი წვიმის შედეგად კი შესაძლებელია სახნავ-სათესი მიწებიც დაიტბოროს. სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებლებმა დღეს გზაც გადაკეტეს და სატვირთო მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. მოსახლების თქმით, თუ ორშაბათამდე სამუშაოები არ შეჩერდება ისინი შიმშლიობას დაიწყებენ. პროტესტის ადგილზე სამტრედიის გამგებელი ვალერიან ფოცხვერიაც მივიდა. მან აქციას პოლიტიკურად მარტული უწოდა და აღნიშნა, რომ სამუშაოები გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე მოხდა და გეოლოგებიც საქმის კურსში არიან.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ამომრჩეველი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც 2012 წელს მიიღო
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს მერიის სისტემაში