25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმეების, მ. ე.-ს და მ. ს.-ს ( მისამართი: სამტრედია, სააკაძის N 6) კუთვნილი ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორები, აგროქიმიკატების რეალიზაციას რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე ახდენდნენ.
კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.
დარღვევებისთვის ობიექტები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ინტერესების დაცვის და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აგრძელებს აქტიურ კონტროლს და ამავდროულად, მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითბილისობის ღონისძიებებისთვის დედაქალაქის მერია 3 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს
შემდეგი სტატიასლოვაკეთის მთავრობა 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას გეგმავს