სამტრედიაში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

სამტრედიაში, მოსახლეობა მდინარე ხევისწყალზე კარიერის მოწყობაზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას და მდინარიდან სპეციალური მძიმე ტექნიკის მეშვეობით ინერტული მასის ამოღებას აპროტესტებს.
ადგილობრივების განცხადებით, მდინარის კალაპოტიდან ამოღებული ინერტული მასალის შედეგად, საფრთხე ექმნება საცხოვრებელ სახლებს, ძლიერი წვიმის შედეგად კი შესაძლებელია, სახნავ-სათესი მიწებიც დაიტბოროს.
სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებლებმა დღეს გზაც გადაკეტეს და სატვირთო მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, თუ ორშაბათამდე სამუშაოები არ შეჩერდება, შიმშლიობას დაიწყებენ.
აქციაზე სამტრედიის გამგებელი ვალერიან ფოცხვერიაც მივიდა. მან აქციას პოლიტიკურად მართული უწოდა. გამგებლის განცახადებით, სამუშაოები გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე დაიწყო და გეოლოგებიც საქმის კურსში არიან.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე: ბიძინა ივანიშვილის უკანონო საქმიანობის სქემას მისი დისშვილი ხელმძღვანელობს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან მორიგ შეხვედრას მართავს