დეპუტატ გიორგი კახიანის სახლის ქურდობის ფაქტი გახსნილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის საცხოვრებელი სახლი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ეწერში გაქურდეს.
ადგილობრივების ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, კახიანები ამ სახლში არ ცხოვრობენ და მას ყურადღებას მეზობელი აქცევს.
ადგილობრივებისთვის ცნობილია, რომ სახლიდან მხოლოდ ტელევიზორია წაღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა
შემდეგი სტატიაწმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია