სამტრედიაში ენმ-ის საარჩევნო ბანერს საღებავი შეასხეს

სამტრედიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ბანერს საღებავი შეასხეს.
კერძოდ, დაზიანებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დევი ჭანკოტაძის ბანერი.

ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს საარჩევნო ოლქში ჭანკოტაძის გარდა კენჭს იყრიან: ქართული ოცნებიდან გივი ჭიჭინაძე, ევროპული საქართველოდან აკაკი ბობოხიძე, ლელოდან თორნიკე ართმელაძე.

banner
წინა სტატიაშიბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 4 ორსული პაციენტი მოათავსეს
შემდეგი სტატიათბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა