სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

შემთხვევის დროს, „ნისანის“ მარკის მსუბუქ ავტომობილში სამი მგზავრი იმყოფებოდა.

დაშავებული ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს ზესტაფონში გაიმართება
შემდეგი სტატიათორნიკე კაჭარავას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს