14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

სამტრედიაში  ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრი, ბესო შარაშენიძეა. შემთხვევა გუშინ,25 აპრილს, გვიან ღამით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. ამავე ავარიისას სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო კიდევ ექვსმა პირმა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა: არ დავუშვებთ გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე თავდასხმებს
შემდეგი სტატიაგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე