სამტრედიაში, სოფელ იანეთის მიმდებარედ, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც ,,თაიმერს”საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.


















