11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

სამტრედიაში ავტოავარიის შედეგად სამი პირი დაშავდა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რესპუბლიკის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები – ორი ქალი და ერთი მამაკაცი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს.

ამ დროისთვის მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების რამდენიმე ხომალდმა ჰორმუზის სრუტე ირანთან შეუთანხმებლად გადაკვეთა
შემდეგი სტატიაAssociated Press: აშშ-ის და ირანის ოფიციალური პირები ისლამაბადში პაკისტანელ შუამავლებს შეხვდნენ