13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დაგეგმილზე ადრე აღდგა.

“2026 წლის 22 სექტემბრიდან, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობდა.

სამუშაოების უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით შესრულების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.

სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, ინტენსიურად მიმდინარეობდა, რის შედეგადაც მოძრაობის აღდგენა დაგეგმილზე ადრე გახდა შესაძლებელი და სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაგეგმილზე ერთი დღით ადრე აღდგა.

 ამ ეტაპზე სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მესამე მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აღდგენილია”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 1-ელ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას გამართავს