სამთო დარტყმა, ქანების ჩამოშლა და წამოსული ჰაერის ძლიერი ნაკადი – ქუმსიშვილი ტყიბულის ტრაგედიაზე საუბრობს

ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქნახშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი, სამთო დარტყმა და ქანების ჩამოშლისას წამოსული ჰაერის ძლიერი ნაკადი გახდა.

მინისტრის თქმით, ადგილზე უკვე მუშაობენ სამშენებლო ზედამხედველობისა და ინსპექტირების სპეციალისტები.

„ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ჩვენ შეგვემთხვა და ამ ტრაგედიას ვერაფერი გადაფარავს. კომპანიის წარმომადგენლებთან მე მქონდა დეტალური საუბარი მათ ამიხსნეს თუ რა მოხდა, თვითონ შახტაში. გამოძიება უკვე დაწყებულია, გარდაცვლილები გადაყვანილი არიან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სამი დაშავებული იმყოფება საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

“რამდენადაც კომპანიის წარმომადგენლებისგან მე მივიღე ინფორმაცია, თუმცა ჩვენი სამშენებლო ზედამხედველობისა და ინსპექტირების სპეციალისტები უკვე აქ არიან და ისინი უკვე ეცნობიან, ეს იყო სამთო დარტყმა, იყო ჩამოშლა გარკვეულ ადგილას ქანების, რომელმაც გამოიწვია უკვე ჰაერის ტალღა, რამაც გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა,“-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითუ ტყიბულის ტრაგედიაში სუბიექტური ფაქტორი დადასტურდა, ყველა პასუხისმგებელი პირი მაქსიმალური სიმკაცრით უნდა დაისაჯოს
შემდეგი სტატიამერია თეთრი ფერის ავტომობილებს შეიძენს