“სამთავრობო ვალის თვალსაზრისით, წელს გადავაჭარბეთ იმ მონაცემს, რაც შევარდნაძემ დატოვა 2003 წელს”

”ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, საგარეო ვალი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებაში 44%-ს შეადგენს და ეს მაჩვენებელი შევარდნაძის დროინდელ მაჩვენებელზე მაღალია.

”ხალხი ელოდება, როდის შეიძლება გამოსწორდეს ეკონომიკური მდგომარეობა. შემაშფოთებელი ფაქტია, რომ სამთავრობო ვალის თვალსაზრისით, წელს გადავაჭარბეთ იმ მონაცემს, რაც შევარდნაძემ დატოვა 2003 წელს. 2003 წელს მთლიანად ეკონომიკასთან მიმართებაში სამთავრობო ვალი იყო 43 % და 2017 წელს ეს არის 44 % ანუ მომავალ თაობებს, მოქალაქეებს მოუწევთ იმ ფულის გადახდა, რასაც დღეს თქვენ ბიუჯეტიდან უყაირათოდ ვფლანგავთ”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე : რაც უფრო ჩქარა გაკოტრდება თამბაქოს ბიზნესი, მით უკეთესი იქნება
შემდეგი სტატიაგელა ხვედელიძეს სამართალდამცველები კითხავენ