სამთავრობო პროგრამით, 2021-2024 წლებში, საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებები შეიქმნება

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2021-2024 წლებში, საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებები შეიქმნება, სადაც ერთსა და იმავე სასწავლო ინტერესების, მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწლოვანი მოთავსდება და ისინი გათავისუფლებამდე ოჯახურ გარემოში იცხოვრებენ.

პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბარია სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტს გუშინ წარედგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში გაძლიერდება რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამები.

ასევე გაუმჯობესდება მსჯავრდებულებისა და ყოფილი პატიმრებისთვის დასაქმების, პროფესიული სწავლების, განათლებისა და განტვირთვის შესაძლებლობები.

ამასთან, პროგრამაში ნათქვამია, დაგეგმილია ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილებისთვის სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სასეირნო სივრცით.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია კვლავ დარჩება მკაცრი შეზღუდვები, თუმცა მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაცვა
შემდეგი სტატიამეუფე შიო – პატრიარქმა წმინდა ნიკოლოზს შეავედრა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, უფალმა ინებოს, დავძლიოთ ეს მძიმე სენი