სამთავრობო მედიის კვლევა: ოცნებას 59.3% მისცემდა ხმას, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელს – 13.1%

სამთავრობო მედიის, იმედის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ამ კვირაში რომ არჩევნები იყოს, ქართულ ოცნებას 59.3% მისცემდა ხმას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და სტრატეგია აღმაშენებლის პლატფორმას – 13.1%, კოალიცია ლელო/ანა დოლიძე – ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს – 5.8%, კოალიცია ახალი/გირჩი – მეტი თავისუფლება/დროას – 5.5%, გახარიას პარტიას კი 4.8%.

გორბის კვლევის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსისა და ალტ ინფოს კოალიციას გამოკითხულთა 3% მისცედა ხმას, ევროპულ საქართველოს – 2.2%, გირჩს კი 2.1%.

საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, გორბმა გამოკითხვა ტელეკომპანია იმედის დაკვეთით პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით 24 ივლისი – 4 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.

banner
წინა სტატიაშითეონა ჭალიძე: 39%-ით გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა ოდენობა წინა არჩევნებთან შედარებით
შემდეგი სტატიაკარა-მურზა და მისი ოჯახი ბაიდენმა თეთრ სახლში მიიღო