“ქართული ოცნების” ოფისში პრემიერს და პრეზიდენტს 18:00 საათზე ელოდებიან

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სხვა მინისტრებთან ერთად “ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრის თემა სამთავრობო ცვლილებებია.

წინასწარი ინფორმაციით, თანამდებობებს დატოვებენ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დატოვებენ.

მათი შემცვლელების ვინაობა უკვე ცნობილია, თინა ხიდაშელს ირაკლი სესაიშვილი შეცვლის, გიგლა აგულაშვილს – ნინო სულხანიშვილი, თამარ სანიკიძეს – მაია მიმინოშვილი, პაატა ზაქარეიშვილის პოსტზე კი მოვალეობის შემსრულებლად მისი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დარჩება.

შეხვედრა პარტიის ოფისში ამ წუთებშიც მიმდინარეობს, პრემიერს და პრეზიდენტს კი 18:00 საათზე ელოდებიან.

წყარო

banner
წინა სტატიაშითბილისის საატრანსპორტო კომპანია მეტროს მემანქანეების მოთხოვნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაყარაბაღის კონფლიქტი – თინა ხიდაშელი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს