„სამთავრობო ცვლილებები, ეს არის მხოლოდ ფორმალობა“ – სალომე სამადაშვილი

სამთავრობო ცვლილებები – დღეს დეტალები გახდება ცნობილი. აღნიშნულს ოპოზიციის რიგებში ეხმაურებიან. მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებს ოპოზიციის ნაწილი პასუხისმგებლობის არიდების მცდელობად აფასებს:

„სამთავრობო ცვლილებები, ეს არის მხოლოდ ფორმალობა, იმიტომ, რომ არ იცვლება იმ ადამიანების ვინაობა, ვინც რეალურ გადაწყვეტილებებს იღებს ქვეყანაში. ამიტომ, რაიმე შედეგებს რომ მოველოდეთ ამ ცვლილებებიდან, ეს არის ჩემი აზრით, სრულიად ფუჭი მოლოდინი. ეს არის რეალურად მცდელობა, რომ ხელისუფლებამ შეეცადოს აირიდოს პასუხისმგებლობა,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველო“ კი, ინიციატივას დადებითად აფასებს:

„ამ გადაადგილებებს თუ მოჰყვება ბიუჯეტში ასახული შემცირება ბიუროკრატიული დანახარჯების, ამ შემთხვევაში, ეს იქნება უდაოდ სწორი ნაბიჯი,“ – აცხადებს ოთარ კახიძე.

banner
წინა სტატიაში6 ქალაქიდან 5-ის მერი ქართული ოცნების კანდიდატი გახდა
შემდეგი სტატიასამთავრობო ცვლილებები – მესამე სექტორი კონკრეტიკას და არგუმენტებს ითხოვს