სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები მიმდინარეობს

სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გაავრცელა. სააგენტო წერს, რომ საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო უწყების საბჭოსთან შეუთანხმებლად ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა.

“ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად სამთავისში სააგენტოს კვლევის სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებიან, რომელთა წინასწარი შეფასებით ახლად მოწყობილი ინფრასტრუქტურული ელემენტი ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებელია და კორექტირებას საჭიროებს. საფეხმავლო ბილიკი ნიჩბისის ქვის ტრადიციული ქართული წყობითაა დაგებული.

უნებართვო სამუშაოების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ ეპარქიას წერილობით გაფრთხილებას დღესვე გაუგზავნის.

ახლადგამოვლენილი ფაქტის შესახებ ეცნობება საქართველოს საპატრიარქოსაც. წარმოებული უნებართვო პროცესის შედეგების გამოსასწორებლად სააგენტო ეპარქიას 6 თვის ვადაში სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და მის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან შეთანხმებას მოსთხოვს. სამთავისის კომპლექსში განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშს სააგენტო უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს”, – წერს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობა დაიწყოს
შემდეგი სტატიაბახტაძე 20 ივნისის აქციის დაშლაზე: არ ვიცოდი, ვინაიდან ყოველ წუთს იცვლებოდა მდგომარეობა